პრესრელიზი
3 ოქტომბერი, 2011
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
სოფიო ბალავაძე
საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი
"საქართველოს ბანკი"
+995 32 444 248
+995 77 720 144
sbalavadze@bog.ge
„საქართველოს ბანკმა" ლაგოდეხში ახალი სერვისცენტრი გახსნა
თბილისი, 03 ოქტომბერი, 2011 - "საქართველოს ბანკმა", საქართველოს წამყვანმა ბანკმა, დღეს განაცხადა, ლაგოდეხში, კოსტავას ქ. #15-ში, ახალი სერვისცენტრის გახსნის შესახებ, სადაც 21 ახალი თანამშრომელი დასაქმდა.
"საქართველოს ბანკის" ახალი სერვისცენტრი თანამედროვე სტანდარტების თანახმადაა მოწყობილი და მომხმარებელს მარტივ და სწრაფ მომსახურებას სთავაზობს. სერვისცენტრში მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება მიიღოს საბანკო მომსახურების სრული სპექტრი.
"საქართველოს ბანკს" ქვეყნის მასშტაბით უკვე 146 სერვისცენტრი აქვს, რომელიც განთავსებულია მომხმარებლისთვის ყველაზე ხელსაყრელ ადგილებში. სერვისცენტრების თანამედროვე მოწყობა და აღჭურვა მომხმარებელს სთავაზობს კომფორტულ და სწრაფ მომსახურებას.